აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ – ნინო წილოსანი დებატებზე

ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მან ხელისუფლების ოპონენტების გამოსვლები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არგუმენტი არ ყოფილა.

„“იმედზე” გამართული დებატების მარტივი შეჯამება ასეთია..

პრემიერ-მინისტრის სერიოზული ხედვა და მნიშვნელოვანი რეფორმა. ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ…

თან არ გამოტოვოთ ის ფაქტი, რომ იქ წარმოდგენილი ოპონენტები მათი ყველაზე “ინტელექტუალური” რესურსია… წარმოდგენაც არ მინდა სხვები რა უსუსური სანახავები იქნებოდნენ

სულ დამავიწყდა, ბანერების ფრიალში და კონსტიტუციის მუხლებით აპელირებაში, თანაც ისე, რომ გონზე არ არიან. რას ნიშნავს ეს მუხლები – ამაში ნამდვილად ძლიერები არიან“- წერს წილოსანი.

იტვირთბა....