აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 რუსმა სამხედროებმა სამჯერ მიიტანეს დარტყმა კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინატები მათთვის წინასწარ იყო გადაცემული – ილჰამ ალიევი

რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა სამჯერ მიიტანეს დარტყმა კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინატები წინასწარ იყო გადაცემული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის ლიდერის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯი იყო.

„პირველი დარტყმის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ეს, შესაძლოა, შემთხვევით მომხდარიყო. ამის შემდეგ რუსულ მხარეს გადავეცით ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინატები, საკონსულო განყოფილების, კულტურული ცენტრის, საელჩოს. ამის მიუხედავად, კიდევ ორი დარტყმა განხორციელდა“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის შეფასებით, ეს იყო „აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე მიზანმიმართული შეტევა“.

მისი თქმით, აზერბაიჯანში რუსეთის ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა, თუმცა ბაქოს „დამატებითი ნაბიჯების“ გადადგმა დიპლომატიის ფარგლებს გარეთ არ შეუძლია.

იტვირთბა....