ჩვენ მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა რუსეთმა უკვე აჩვენა თავისი ამაზრზენი სახე და ეს უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც ჰგონია, რომ მეორე მხარეს არსებობს პატიოსანი პარტნიორი, რომელსაც მართლაც აინტერესებს მშვიდობა, ურთიერთგაგება და ჰუმანურობა ამ სამყაროში, არა, ასეთი პარტნიორი არ არსებობს… ეპიბატიდინის მოქმედება მორფინზე ორასჯერ ძლიერია. ის პარალიზებას უკეთებს სუნთქვის კუნთებს. მსხვერპლი ტანჯვით იხრჩობიან. ვერავინ, გარდა პუტინის გარემოცვის წევრებისა, ვერ მოჰყვება, თუ როგორი იყო დღე, როდესაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, რუსულ კოლონიაში. თუმცა ერთი რამ ნათელია: რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა, მოტივი და საშუალებები ნავალნის მოსაწამლად… ნავალნის სიკვდილი მძიმე დარტყმად რჩება ყველა იმ ადამიანისთვის, განსაკუთრებით რუსეთში, ვისაც თავისუფალი ქვეყნის იმედი არ დაუკარგავს” – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას
ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხის კოლონიაში სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს – ერთობლივ ოფიციალურ განცხადებას ამის შესახებ 5 ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ. 5 ქვეყნის მთავრობა ამ დასკვნამდე ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზზე დაყრდნობით მივიდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურა ორგანიზმში ეპიბატიდინის არსებობა. ამავე ინფორმაციით, ეპიბატიდინი არის სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან მიღებული ძლიერ ტოქსიკური შხამი, რომელიც ბუნებრივად არ გვხვდება რუსეთში.
იტვირთბა....

