ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი მზად არის, ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს – ჟან-ნოელ ბარო

ვლადიმერ პუტინი მზად არის, ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად იყო რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოეყენებინა. ბარომ ამის მაგალითად ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, კრემლის კრიტიკოსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ნერვული აგენტით მოწამლეს.

„ორი წლის წინ ალექსეი ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ნერვული აგენტით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, ქიმიური იარაღი გამოიყენოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – დაწერა ბარომ სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....