ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილობრივი “შათდაუნი“ დაიწყო

აშშ-ში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილობრივი “შათდაუნი“ დაიწყო – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა, მას შემდეგ, რაც სენატმა დეპარტამენტის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

“დემოკრატი“ კონგრესმენების განცხადებით, დეპარტამენტის დაფინანსების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუ მასში საიმიგრაციო სააგენტოებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზნით სხვადასხვა ზომები არ შევა. კერძოდ, “დემოკრატები“ ითხოვენ, რომ საიმიგრაციო აგენტებისთვის ნიღბების ტარება აიკრძალოს და მათ მიერ ორდერის მიღების წესები გამკაცრდეს

“ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის უნდა დავიცვათ. ისინი შესანიშნავად მუშაობენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....