ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მარკო რუბიოს შეხვდება – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

