ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტად ვიხილავთ NATO-ს, რომელსაც უფრო მეტად ევროპა უხელმძღვანელებს, მაგრამ ამავე დროს აშშ აბსოლუტურად ჩაბმული იქნება ამ ორგანიზაციაში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
რუტეს მტკიცებით, NATO-ს ხელმძღვანელობაში ევროპის ჩართულობა აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობითა და არსებული თავდაცვის დაგეგმვის პროცესის საფუძველზე გაკეთდება.
„მარკო რუბიო კარგი მეგობარია და ეჭვგარეშეა, რომ ის გააგრძელებს ევროპელებზე ზეწოლას, რათა მათ NATO-ში ლიდერის როლი უფრო მეტად შეასრულონ, ის უფრო ევროპული ლიდერობით წარიმართოს. შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ აშშ-ს NATO-ში კიდევ უფრო მეტად ჩართულობა მხოლოდ დაეხმარება“, – აღნიშნა რუტემ.

