ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს დასრულდა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის”- მიხეილ ყაველაშვილი

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩისა და მისი მეუღლის, სანია მუსიჩ მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

პრეზიდენტი მადლობას უხდის კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის.

„დღეს დასრულდა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩისა და მისი მეუღლის, სანია მუსიჩ მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ ბატონი ზორანის და ქალბატონი სანიას გაცნობით და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და საშუალება გვექნება ხორვატიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

იტვირთბა....