ახალი ამბები მთავარი

საქართველო დღეს ხდება მეორეხარისხოვანი სახელმწიფო – გრიგოლ გეგელია

საქართველო დღეს ხდება მეორეხარისხოვანი სახელმწიფო – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

“დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ესტონეთს თავისი ელჩი გადაჰყავს თბილისიდან ერევანში. ჩვენთვის უცნობია თუ როდის ეყოლება ესტონეთს ახალი ელჩი თბილისში. ეს არის ძალიან კარგი დასტური იმ სამწუხარო დინამიკისა, რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ-კავკასიის რეგიონში, როდესაც საქართველო კარგავს თავის ტრადიციულ, პოლიტიკურ ცენტრალობას. ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ამ რეგიონის პოლიტიკური დედაქალაქი იყო, დღეს ხდება მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, რომელიც არ არის შეხებაში იმ მთავარ განვითარებასთან და დინამიკასთან, რასაც ახლა აქვს ადგილი სამხრეთ-კავკასიის რეგიონში. ესტონეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მისი ეს ჟესტი არის იმის გამოხატულება, რომ სამწუხაროდ საქართველო თავისი დღევანდელი საგარეო და საშინაო ანტიდემოკრატიული კურსის გამო არ არის იმ მნიშვნელობის პარტნიორი, როგორიც ის ტრადიციულად იყო“ – განაცხადა გეგელიამ.

იტვირთბა....