აუცილებელია, უნივერსიტეტებმა ყურადღება გაამახვილონ კვლევაზე, მაღალი ხარისხის ცოდნაზე, ვინც უნივერსიტეტებს თავისი იდეოლოგიის ეზოდ მიიჩნევს, არ სურს პრივილეგიების დაკარგვა – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“მობილიზებული ვართ ყველა ჩვენი რესურსის გამოყენებით, რათა დავეხმაროთ ჩვენს უნივერსიტეტებს რეიტინგებში, განსაკუთრებით საერთაშორისო სიებში უფრო მაღალ ადგილზე ასვლაში. უნივერსიტეტების რაოდენობა 76-დან – 208-მდე, ხოლო აკადემიური პერსონალის რაოდენობა 70 000-დან 187 000-მდე გავზარდეთ. 23 წლის წინ განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მხოლოდ 7.5 მილიარდი თურქული ლირა იყო; 2026 წელს ამ მაჩვენებელმა სამ ტრილიონ თურქულ ლირას მიაღწია, უმაღლესი განათლების ჩათვლით. საერთო საცხოვრებლების რაოდენობა 2002 წელს არსებული 190-დან დღეს – 880-მდე, ხოლო საწოლების რაოდენობა 182 000-დან ერთ მილიონამდე გავზარდეთ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

