ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს  – გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი

დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს  – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.

“უნდა უარვყო მოსაზრება, რომ სამყარო დაცემის პირასაა, რაც, ვფიქრობ, ამ პანელის სახელწოდებაც იყო. ჩვენ მსოფლიო გამოგვყავს იმ კრიზისული პერიოდიდან, რაშიც 18 თვის წინ უკრაინის, ღაზისა და ირანთან დაკავშირებით იყო – ჰუსიტების მიერ სუეცის არხის დაკეტვა, ლტოლვილთა კრიზისი სამხრეთ ამერიკაში და ასე შემდეგ. ასე რომ, ფაქტებსა და შედეგებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას და მულტილატერალიზმის რეფორმირება მოგვიწევს, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, 80 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მაშინ მსოფლიო ამას უნდა მიესალმოს“ – განაცხადა უოლცმა.

იტვირთბა....