ახალი ამბები მთავარი

ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე – ზვიად გაბისონია

ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე – ამის შესახებ ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

“სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხებათ არის სრული სიცრუე.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მოქმედ სტუდენტებზე და შეეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“ – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

იტვირთბა....