“ეს არის მიზანმიმართული განადგურება ილიას უნივერსიტეტის” — ასე შეაფასა “მეტრონომთან” განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” მიერ განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა ამ რეფორმების შედეგად განათლების ხარისხი დაეცემა.
“ეს არ არის რეფორმა, ესაა მიზანმიმართული ილიას უნივერსიტეტის განადგურებისკენ, ხოლო სხვა ინიციატივები, რაც არის არაკვალიფიციურია და საერთო საგანმანათლებლო სისტემისთვის სერიოზული ზიანის მიყენებისკენაა მოიაზრებს”.
“ქართული ოცნების” მთავარი მიზანი, ილიას უნივერსიტეტის გაუქმებაა. ფიქრობენ რომ, ნაცების ბუდე თუ აკაცუკების სამჭედლოა, რადგან მითოლოგიურ კონსპირაციებში არიან გადავარდნილები და უნივერსიტეტის გაშუქებით ჰგონიათ აღარ იქნება აქციები.
მეორე მიზანი კი, ისაა რომ რეფორმის შედეგად, რაღაც შენობები განთავისუფლდება, გაყიდიან და ფული შემოვა. სხვა დანარჩენი კი, რასაც აკეთებენ ალბათ კობახიძეს ჰგონია რომ, რაღაცას გამოასწორებს მაგრამ , ყველაფერი არის არასწორი და მცდარი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ დანგრევისკენ წაიყვანს ქვეყანას.
ამ რეფორმების შედეგად განათლების ხარისხი დაეცემა და ერთადერთი, რაც მალე მოხერხდება ხელისუფლების გამოცვლა მით უფრო მალე შეიძლება იმ უარყოფითი შედეგების არიდება, რასაც ეს რეფორმა მოიტანს.
თუ ხანგრძლივად გაგრძელდა ამ გუნდის მმართველობა არ ვიცი საერთოდ საით წავალთ” – განაცხადა მან.
“ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები დარჩება.
დღევანდელი მონაცემებით, ილიაუნი 30-ზე მეტ საბაკალავრო პროგრამას ახორციელებს.

