აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მნიშვნელოვანი დღეა, იქნება ახალი ნაბიჯები ჩვენი, უკრაინისა და ევროპის საერთო უსაფრთხოებისკენ – ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე

დღეს მიუნხენში პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“მნიშვნელოვანი დღეა და ახალი ნაბიჯები იქნება ჩვენი – უკრაინისა და ევროპის – საერთო უსაფრთხოებისკენ. გეგმაშია პირველი ერთობლივი, უკრაინულ-გერმანული დრონების წარმოების ქარხანა და ასევე პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები…

ყველაზე წონიანი, რისი ერთად მიღწევა შეგვიძლია, ომის დასრულებაა ღირსებული მშვიდობით და უკრაინისთვისა და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების სანდო გარანტიების შექმნაა ისე, რომ ევროპაში არავინ დარჩეს დაუცველი,” – წერს ზელენსკი.

არსებული ინფორმაციით, ზელენსკი ასევე მონაწილეობას მიიღებს “ბერლინის ფორმატის” შეხვედრაში, სადაც იქნებიან ევროპისა და ნატოს ლიდერები, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ირანის მემკვიდრე პრინც რეზა ფეჰლევისთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ სხოფთან.

იტვირთბა....