აქტუალური თემა ახალი ამბები

“მოწვევის კონვერტს აწერია: The 410thy Anniversary of the Arrival of Georgians in Iran – გამოდის 1616 წელი – შაჰა აბასის ლაშქრობების დრო … ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას” – გიორგი სანიკიძე

“ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის” – წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი სანიკიძე

“საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ირანის რევოლუციისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და მისასალმებელი სიტყვით გამოსვლასაც. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოწვევა მეც მივიღე, მაგრამ დღეს ირანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ ჩავთვალე მიზანშეწონილად მისვლა. ამ პოსტით კი ერთ მეტად საყურადღებო ნიუანსს მინდა გავუსვა ხაზი. მოწვევის კონვერტს აწერია: The 410thy Anniversary of the Arrival of Georgians in Iran – გამოდის 1616 წელი – შაჰა აბასის ლაშქრობების
დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში. ანუ, ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მე მგონი, კომენტარი ზედმეტია…” – წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი სანიკიძე

 11 თებერვალს, ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფში ირანის ისლამისტური რევოლუციის 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბოჭორიშვილის მოადგილე ლაშა დარსალია და სდსს-ს უფროსის პოსტზე მყოფი ანზორ ჩუბინიძეც ესწრებოდნენ.

იტვირთბა....