აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ქართული ოცნება“ BBC- სთან დავას აგრძელებს – შიდა რეგულირების მექანიზმის მეორე დონეზე” – შალვა პაპუაშილი

მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ უპასუხა „ქართული ოცნების“ საჩივარს დეკემბერში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო, პარტია სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 13 თებერვალს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ BBC-სგან პასუხი მიიღეს.

„მათ წინასწარვე ჰქონდათ თავის პოზიცია გამჟღავნებული, რომ არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილის თქმით, უკვე მუშაობენ საპასუხო მიმართვაზე, რომელიც „ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე კვლავ BBC-ში უნდა გასაჩივრდეს შიდა რეგულაციის მეორე დონეზე“.

მანამდე ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა BBC-ის კომენტარი, რომლის თანახმადაც:

„დამკვიდრებული საჩივრების პროცესის შესაბამისად, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვუპასუხეთ მომჩივანს მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად“.

  • იანვარში საჩივრის მიღების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში BBC-მ დაიცვა ჟურნალისტური ნამუშევარი.
  • საჩივრით „ქართული ოცნება“ ითხოვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღებას შესაბამისი პლატფორმებიდან და BBC-ს მხრიდან საჯარო ბოდიშის მოხდას.
  • იანვარში პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუკი BBC შიდა რეგულირების მექანიზმებით მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას კომუნიკაციების ბიუროში.
  • „თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს“, – განაცხადა მან მაშინ.
იტვირთბა....