აქტუალური თემა ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის საჯარო სამსახურის უფროსი კრის უორმალდი თანამდებობას ტოვებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის მდივანი და საჯარო სამსახურის უფროსი კრის უორმალდი თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩემთვის პატივი და პრივილეგია იყო ბოლო 35 წლის განმავლობაში საჯარო მოხელედ მუშაობა“, – განაცხადა კრის უორმალდმა.

მედიის ინფორმაციით, მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეთანხმებით მიიღო.

„ძალიან მადლიერი ვარ კრისის 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში გაწეული ხანგრძლივი და გამორჩეული კარიერისთვის. ასევე, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამიწია. შევთანხმდით, რომ ის კაბინეტის მდივნის თანამდებობას დღეს დატოვებს,“ – განაცხადა კირ სტარმერმა.

კრის უორმალდი თანამდებობაზე 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.

ცნობისთვის, მანამდე თანამდებობები დატოვეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა, მორგან მასკვინიმ და კირ სტარმერის კომუნიკაციების დირექტორმა, ტიმ ალანმა. მორგან მასკვინიმ პასუხისმგებლობა აიღო კირ სტარმერისთვის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის მქონე პიტერ მანდელსონის აშშ-ის ელჩად დანიშვნის შეთავაზებაზე. მომხდარის გამო სტარმერი მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბრიტანეთის პრემიერმა პირობა დადო, რომ თანამდებობას არ დატოვებს.

იტვირთბა....