აქტუალური თემა ახალი ამბები

სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი

“ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი” ხომ არის იდიოტობა თავისთავად, მაგრამ ამ კონცეფციითაც კი, სოხუმის უნივერსიტეტისთვის უნდა დაეტოვებინათ მრავალპროფილური სტატუსი, რადგან ეს არის ერთადერთი უნივერსიტეტი ქალაქ სოხუმში, რომელიც დროებით დევნილობაშია თბილისში.

თუმცა, რა იციან ამათ დევნილობა, ისტორია და სიმბოლოები, უფრო სწორად, იციან და ზუსტად მაგას ებრძვიან.” – წერს სოციალურ ქსელში “თავისუფლების მოენის” – ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი

გუშინ განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა მიქანაძემ თქვა, რომ ოცნების განათლების რეფორმის მიხედვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ აგრარული სპეციალობები; ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა; პედაგოგიკის ფაკულტეტები იქნება.

კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც, თუმცა სოხუმის უნივერსიტეტს, რომელსაც ოცნებამ არაერთი ფაკულტეტი ჩამოართვა და აგრარული მიანიჭა, ასეთი დარგი საერთოდ არ აქვს – ის იქ სტუ-დან უნდა გადაიტანონ. ცნობილია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს აგრარული სპეციალობები სექტემბრიდან უნდა ასწავლოს

იტვირთბა....