აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვაშინგტონში ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების მიმართ გაღიზიანება არსებობს, ნატო ზეწოლის ქვეშაა, მიუნხენის კონფერენცია უთანხმოებების გადალახვის შესაძლებლობაა” – იოჰან ვადეპული

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ნატო-ში გაღიზიანება გამოიწვია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უთანხმოებების გადალახვის შესაძლებლობაა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

გერმანულ მაუწყებელთან საუბრისას ვადეპულმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ზეწოლის ქვეშაა.

„ალიანსი ზეწოლის ქვეშაა. არსებობს გაუცხოება, არსებობს გაღიზიანება ზოგიერთი რამის გამო, რაც ვაშინგტონიდან გვესმის. ამაზე აქ ერთად უნდა ვისაუბროთ. ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ ნატო-ს მნიშვნელობა“, – განაცხადა ვადეპულმა.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენცია დღეს იხსნება და 15 თებერვალს დასრულდება. კონფერენციაში მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოს მეთაური, ასევე 120 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები მონაწილეობენ.

იტვირთბა....