სოციალურ ქსელში საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია წერს – “ილიაუნის დანგრევა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება საქართველოსთვის!
ილიაუნი არის საუკეთესო უნივერსიტეტი თანამედროვე საქართველოში. ადგილი, სადაც ვითარდება ნამდვილი მეცნიერება, სადაც აკადემიურ თავისუფლებას და თავისუფალ აზროვნებას მაქსიმალური ასპარეზი აქვს.
ამდენი წარმატებული პროგრამა და კვლევითი ერთეული მექანიკურად ვერცერთ უნივერსიტეტს ვერ მიუერთდება. ისინი უბრალოდ გაქრება, ჩაქრება ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის მწარმოებელი უზარმაზარი ძრავი და მასთან ერთად დაიკარგება ჩვენი საზოგადოების პერსპექტივის დიდი ნაწილი.
თუ გვინდა ჩამოვყალიბდეთ თანამედროვე ერად, სადაც იქმნება ინოვაციები და განვითარებულია მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები, და არ ვიქცეთ ჩამორჩენილ პროვინციულ ჩიხად, რომლის ერთადერთი ფუნქცია მოსალხენად ჩამოსული ოკუპანტების ეგზოტიკური გართობაა, მათთვის ელარჯის წელვა და ცალ ფეხზე ხტუნვა, ილიაუნის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია!
უნივერსიტეტის დანგრევა ერთ დღეში მოხდება, მის მშენებლობას ათწლეულები დასჭირდება …” | წერს სოციალურ ქსელში საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია.
გუშინ მიქანაძემ თქვა, რომ ოცნების განათლების რეფორმის მიხედვით, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება მხოლოდ პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობების ფაკულტეტებზე შეეძლება. კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც

