აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

“პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს ჰკითხეს ირაკლი კობახიძის განმარტებაზე, რომ პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

„პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში. მათ შორის ის პარტიები, რომლებიც არიან „ალდეს“ და სხვა ისეთი ევროპული გაერთიანების წევრები, ვგულისხმობ „ლელოს“ და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ჰყოლიათ საკუთარ გუნდში, მათ შორის ფაშისტური საქმიანობით არიან დაკავებულები და ისეთი ტერმინებით ჟონგლიორობენ, როგორიც არის „არაბიზაცია“ და ა.შ., რაც თავისი არსით არის უკვე ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი, ღირებულებით რასთან გვაქვს საქმე. მარტივი სტატისტიკაა, რამაც ყველაფერს ფარდა ახადა. საქართველოში 3 მლნ 900 ათასია ბოლო მონაცემებით [საქართველოს] მოსახლეობა, საიდანაც დაახლოებით 250 ათასია უცხოელი, ანუ 6.5%. ამ 250 ათასიდან 220 ათასი არის ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველი, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, აშშ-იდან, ისრაელიდან. რაც შეეხება იმ წილს, რომელზეც სამარცხვინოდ აპელირებდნენ ე.წ. პროევროპული ძალები როცა მიგრაციაზე საუბრობენ, იქნება ეს ირანი, თურქეთი და სამეზობლო ქვეყნები, სულ არის 0.7% მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამით კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ფარდა აეხადა იმას, რომ ე.წ. პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....