ჯანდაცვა

აბუსალათინის ზეთი: თმის ამოსაყვანად და ცვენის შესაჩერებლად

აბუსალათინის ზეთი არის გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი, რომელსაც იღებენ აბუსალათინის თესლისაგან. ის წარმოადგენს მოთეთრო–მოყვითალო სითხეს, სუსტი სუნითა და სპეციფიკური, ოდნავ უსიამოვნო გემოთი.

აბუსალათინის ზეთი გამოიყენება:

პარფიუმერულ წარმოებაში(საპონი, თმის ზეთი);

კვებით მრეწველობაში(არომატიზატორები);

ფარმაკოლოგიაში.

აბუსალათინის ზეთი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ართრიტის, ფეხების ტკივილის, უძილობის, ცისტიტების, ცერებრალური დამბლის, გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის, აკნეს და თმის ცვენის დროს.

აბუსალათინის ზეთი გამოიყენება თმის, წამწამების და წარბების ზრდის სტიმულირების მიზნით.

აბუსალათინის ზეთი არის ძალიან ეფექტური საშუალება მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ. ატენიანებს რა თმას და თავის კანს, მას აქვს თმის აღმდგენი მოქმედება.

თმის ნიღაბი აბუსალათინის ზეთით:

წაისვით აბუსალათინის ზეთი თმის ძირებში და თავის კანზე, თანაბრად გადაინაწილეთ. დაიფარეთ თავზე პოლიეთილენის ქუდი, შეიფუთეთ თბილი პირსახოცით. გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, 6–8 კვირის განმავლობაში. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძიათ აბუსალათინის ზეთს შეურიოთ ყურძნის წიპწის ზეთი.

იამაიკური აბუსალათინის ზეთი თავისი ბუნებრივი თვისებების – თმის ცვენის შეჩერება და თმის ზრდის სტიმულაცია – გამო ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. მისი შავი ფერი და მძაფრი სუნი დაკავშირებულია გამოწვის პროცესებთან, რომელიც მატებს ზეთს ქიმიურ ღირებულებებს.

იამაიკური აბუსალათინის ზეთი ასტიმულირებს კერატინის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას.

ადამიანები, რომლებიც იამაიკურ შავ აბუსალათინის ზეთს მოიხმარენ რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვეულებრივ აღენიშნებათ თმის გაძლიერებული ზრდა და მისი მოცულობაში მომატება.

აბუსალათინის ზეთის რეგულარული მოხმარება:

აჩქარებს თმის ზრდას;

აჩერებს თმის დაზიანებას;

თმა ხდება უფრო სქელი და ბზინვარე;

ეწინააღმდეგება თავის კანის სიმშრალეს;

ხდება თმის და თავის კანის ღრმა დატენიანება;

თმას ეძლევა ჯანსაღი შესახედაობა.

იტვირთბა....