აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

‘ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ასევე, ევროპელებისთვის… ახლა ევროპელები უნდა მოემზადონ, რომ რუსებთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო მომენტში მზად იყვნენ“, – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამჟამად რუეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს, თუმცა ევროპელები უნდა მოემზადონ, რომ რუსებთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო მომენტში მზად იყვნენ.

როგორც მაკრონმა განმარტა, პუტინთან დიალოგის დაწყების საჭიროება ახლა არ არის, მაგრამ ევროკავშირში თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელობა აქვს.

„ეს დღეების საკითხი არ არის. ჩვენ ყველაფერს ვამზადებთ. ჩემი დიპლომატიური მრჩეველი ცოტა ხნის წინ იქ იმყოფებოდა. ვფიქრობ, ახლა საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თუ რა გვინდა, მოვითხოვოთ. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ასევე, ევროპელებისთვის. უკრაინა იცავს თავის ტერიტორიას და ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენ, ევროპელებსაც გვაქვს განსახილველი საკითხები,  სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ კეთილდღეობის, ევროპის მომავლისა და უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა ევროპელები უნდა მოემზადონ, რომ რუსებთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო მომენტში მზად იყვნენ“, – განაცხადა მაკრონმა.

იტვირთბა....