აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სროლა ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 9:15 საათზე, სტუდენტურ საცხოვრებელში მოხდა.

თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

სამხრეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

იტვირთბა....