რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, ოთხი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მოსახლეობა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი, სამრეწველო, ენერგეტიკული და პორტის ინფრასტრუქტურა.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

