აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

კიმ ჩენ ინმა მემკვიდრედ 13 წლის ქალიშვილი აირჩია – სამხრეთ კორეის დაზვერვა

12 თებერვალს სამხერთ კორეის კანონმდებლებს ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (NIS) წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავის მემკვიდრედ საკუთარი 13 წლის ქალიშვილი შეარჩია.

ბოლო თვეებში კიმ ჯუ ე მამის გვერდით არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოჩნდა, მათ შორის სექტემბერში პეკინში ვიზიტისას, რაც მისი საზღვარგარეთ გამგზავრების პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა იყო.

12 თებერვალს დეპუტატმა ლი სონგ-ქვენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯუ ე, რომელიც მანამდე NIS-ის მიერ “მემკვიდრედ მომზადების” პროცესში მყოფად იყო აღწერილი, ახლა უკვე “მემკვიდრედ დანიშვნის” ეტაპზე იმყოფება.

ჯუ ე კიმ ჩენ ინისა და მისი მეუღლის, რი სოლ ჯუს, ერთადერთი საჯაროდ ცნობილი შვილია. NIS მიიჩნევს, რომ კიმ ჩენ ინს უფროსი ვაჟიც ჰყავს, თუმცა ის საჯაროდ არასდროს გამოჩენილა.

კიმ ჯუ ე მამამისთან ერთად საჯაროდ პირველად 2022 წელს გამოჩნდა. მაშინ მამა-შვილი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ხელჩაკიდებული დაესწრო.

იტვირთბა....