უკრაინული მხარე მზადაა რუსეთის დელეგაციასთან ახალი შეხვედრისთვის, თუმცა მოსკოვისგან პასუხი არ გვაქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელ მომლაპარაკებელთა ჯგუფი მუდმივ კონტაქტზეა ამერიკულ მხარესთან.
„ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფი მუდმივად მუშაობს. ისინი ამერიკულ მხარესთან კონტაქტზე არიან. უკრაინა მზადაა შეხვედრისთვის. სამწუხაროდ, რუსეთიდან ჯერ კიდევ არ არის მტკიცე პასუხები იმის შესახებ, თუ რა არის შემოთავაზებული მომავალი კვირისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინა კვლავ ისმენს უფრო და უფრო მეტ მანიპულაციას „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით.
„საქმე ნამდვილად არ ეხება მშვიდობას. რუსეთზე საკმარისი ზეწოლაა საჭირო. ომი უნდა დასრულდეს გარანტირებული უსაფრთხოებით და, რა თქმა უნდა, აგრესორისთვის ომისთვის რაიმე ჯილდოს გარეშე. ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ ევროპა უბრალოდ არ წაიქცეს რუსული დარტყმებით – ახალი აგრესიებით და იმავე მასირებული თავდასხმებით სხვა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებსაც ამჟამად უკრაინაში ვიგერიებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება.

