ახალი ამბები მთავარი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკისა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო, „გრანტების შესახებ“ კანონზე ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ელჩის, პაველ ჰერჩინსკის და გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს

მიმართა, ხოლო 12 თებერვალს, ელჩი მაკა ბოჭორიშვილის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გიორგი ზურაბაშვილმა მიიღო.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა.

„პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....