ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოლიმპიურ პრინციპებს რუსეთი არღვევს და ოლიმპიური თამაშების პერიოდს ომისთვის იყენებს – 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა – ზელენსკი

ოლიმპიურ პრინციპებს რუსეთი არღვევს და ოლიმპიური თამაშების პერიოდს ომისთვის იყენებს – 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ უკრაინელი სპორტსმენის, ვლადისლავ ჰერასკევიჩის ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარების გამო მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიკაციას.

„სპორტი ამნეზიას არ უნდა ნიშნავდეს და ოლიმპიურმა მოძრაობამ ხელი ომების დასრულებას უნდა შეუწყოს და არა აგრესორებს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება სკელეტონში უკრაინელი მრბოლელის ვლადისლავ ჰერასკევიჩის დისკვალიფიკაციის შესახებ საპირისპიროს ამტკიცებს. ეს ნამდვილად არ ეხება ოლიმპიადის პრინციპებს, რომელიც სამართლიანობისა და მშვიდობის მხარდაჭერას ეფუძნება“, – წერს ზელენსკი X-ზე.

იტვირთბა....