“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის” – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ გივი მიქანაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.
“უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე მოაგვარეს.
გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის – არა მხოლოდ ახლა!
P.S. საბჭოები ახლა იკრიბებიან“, – წერს ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

