ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ზელენსკისთან შეხვედრის ჩატარების ადგილის შესახებ ვლადიმერ პუტინის პოზიცია უცვლელია” – დიმიტრი პესკოვი

“ზელენსკისთან შეხვედრის ჩატარების ადგილის შესახებ ვლადიმერ პუტინის პოზიცია უცვლელია” – აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ეს ახალი განცხადება არ არის. ამიტომ, ეს სიახლეს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ტერიტორიაზე შეხვედრისთვის მზად არის, რუსეთისა და ბელარუსის გარდა.

“მზად ვართ, აშშ-ის წინადადებას მხარი დავუჭიროთ და ამერიკის, ევროპის, ნებისმიერი ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიაზე შევხვდეთ, გარდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსისა“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....