აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 “დედაქალაქში ვითარება მძიმეა – Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების ყოველდღიურად მოწოდებაა საჭირო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ დაცვას Patriot-ის სისტემები და რაკეტები წარმოადგენს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმას.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 219 დრონი და 25 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

„დარტყმების მთავარი სამიზნე კიევის, ოდესისა და დნიპროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. დედაქალაქში ვითარება მძიმეა, ბევრი შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი. მსგავსი დარტყმებისგან სიცოცხლის უკეთ დაცვა უნდა მოხდეს. Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების ყოველდღიურად მოწოდებაა საჭირო“, – წერს ზელენსკი X-ზე.

იტვირთბა....