აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი – ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ! – მურთაზ ზოდელავა

თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი. ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული მუხლით ბრალდება ხელოვნურად იმის გამო წარუდგინეს, რომ ის მეტ სანქციას ითვალისწინებს.

„აქციის მსვლელობისას თუკი მოქმედება კანონის ფარგლებს სცილდება, ამის შესაბამისი მუხლები არსებობს. ეს მუხლები 317-ე და 222-ე მუხლები წარდგენილი გვაქვს.

თუკი, მე მანიფესტაციის ფარგლებს გავცდი და ამის გამო უნდა დავისაჯო, ამისთვის ბრალი წარდგენილი მაქვს. ეს გასაგებია, ამაზე დავა სასამართლოში უნდა გაიმართოს, მაგრამ 225-ე მუხლი, რომელიც ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მუხლია მარტივად რომ ვთქვათ, სანქციებითაც განსხვავებულია. თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ – ყველას ვაჩვენებ, რომ ესენი ბანდიტები არიანო, ასე არ არის ჩემო კარგებო“, – განაცხადა ზოდელავამ პროცესზე.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....