დიდი ბრიტანეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 500 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს ვადასტურებ, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად დამატებით ნახევარი მილიარდის ოდენობის გირვანქა სტერლინგს გამოყოფს“, – განაცხადა ჯონ ჰილიმ.
ჰილის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად ნატო-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმის ფარგლებში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.
ასევე, ჰილის ცნობით, 390 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების შეთანხმების ფარგლებში ბრიტანეთი უკრაინას ბელფასტში წარმოებულ 1000 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას გადასცემს.

