აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა – Reuters

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 219 ხმით 211-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს.

Reuters-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ რეზოლუციას აშშ-ის სენატიც მიიღებს, თუმცა მას ვეტოს დონალდ ტრამპი დაადებს, რის დაძლევასაც აშშ-ის კონგრესი ვერ შეძლებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა 2025 წლის თებერვალში კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო აგვისტოში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფები 35%-მდე გაიზარდა.

ამასთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 218 ხმით 213-ის წინააღმდეგ „SAVE America Act“-ი დაამტკიცეს, რაც ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლების მიერ აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას მოითხოვს. კანონპროექტი განსახილველად აშშ-ის სენატს გადაეცა.

იტვირთბა....