აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 “შეწყვიტეთ ცეცხლი და არჩევნები ჩატარდება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებზე უარით ემუქრება, თუ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი არ ჩაინიშნება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არჩევნების საკითხი აშშ-მ წამოაყენა, თუმცა, ეს უსაფრთხოების გარანტიებთან კავშირში არ არის.

“არა, ისინი არ იმუქრებიან უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმით. ისინი არ აკავშირებენ არჩევნებს უსაფრთხოების გარანტიებთან”. – თქვა ზელენსკიმ.

Financial Times-ის მიხედვით, 24 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეფერენდუმის გეგმები უნდა გამოაცხადოს.
ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს მაშინ, როდესაც იქნება უსაფრთხოების ყველა შესაბამისი გარანტია. უკრაინის პარტნიორებმა, შესაძლოა, არჩევნების საკითხი წამოაყენონ, მაგრამ თავად უკრაინას ეს არასდროს გაუკეთებია. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ არჩევნებისთვის. ეს ძალიან მარტივია, შეწყვიტეთ ცეცხლი და არჩევნები ჩატარდება. ასე რომ, ეს უსაფრთხოების საკითხია”. – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკისმ აქვე ხაზგასმით თქვა, რომ მოსკოვში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის ჩასვლას არ აპირებს და ამ წინადადებას არ დათანხმდება.

“მე არ შემიძლია მივიდე მოლაპარაკებებზე პუტინთან მოსკოვში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც ამ ომში აგრესორია”. – თქვა ზელენსკიმ.

მოგვიანებით ზელენსკიმ არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა.

მისი თქმით, 24 თებერვალი ომის დაწყების თარიღია – სწორედ ოთხი წლის წინ ამ დროიდან იცავს უკრაინელი ხალხი ქვეყანას, ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება.

„ეს ძალიან სერიოზული თარიღია – ომის ოთხი წელი. ეს არის უამრავი ადამიანი, ვინც დაიცვა ჩვენი სახელმწიფო და სიცოცხლე გასწირა და სწორედ 24 თებერვლიდან იცავს ჩვენი ხალხი ყოველდღე თავის ქვეყანას. ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება – საერთოდ არანაირი არჩევნების. საქმე ინდივიდებს არ ეხება. 24 თებერვალს არჩევნების გამოცხადება არ შეიძლება. რაც შეეხება არჩევნების გამოცხადებას ზოგადად, გავიმეორებ: ჯერ უსაფრთხოება, შემდეგ პოლიტიკა. შეგვიძლია არჩევნებზე გადავიდეთ, როდესაც ყველა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტია იქნება“, – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....