აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“საერთაშოისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა მაგრამ მას არ შეუძლია დამალოს რეალობა” – ანდრეი სიბიგა

“ღამით რუსეთმა სასტიკად შეუტია კიევს, დნეპრიანსა და ოდესას.

ასობით დრონი და ბალისტიკური რაკეტა მიმართული იყო ენერგოსისტემისკენ, რამაც ხალხი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დატოვა. მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა, მათ შორის ერთი და ოთხი წლის ბავშვი. ვერავინ დახუჭავს თვალს რუსულ ტერორზე. ეს ახლა ხდება ევროპის შუაგულში. ოლიმპიური ზავისა და აშშ-ს ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა, მაგრამ მას არ შეუძლია აკრძალოს რეალობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი აგრესიული ომის რეალობაა. ყოველი ასეთი დარტყმა დარტყმაა ომის სამშვიდობო ძალისხმევისთვის. რუსეთი უნდა აიძულონ, დიპლომატიას სერიოზულად მოეკიდოს და დეესკალაცია მოახდინოს. ამის მიღწევა მხოლოდ ერთიანობით, ძალითა და მოსკოვზე გაზრდილი ზეწოლით არის შესაძლებელი.” – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა X-ზე.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე 2 სპორტსმენს უკრაინის მხარდამჭერი ჩაფხუტებით ასპარეზობის უფლება არ მისცა. მოთხილამურე ეკატერინე კოცარა გამოცემა Суспільне Спорт-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მას სურდა გამოეყენებინა ჩაფხუტი წარწერით – “იყავით მამაცები, როგორც უკრაინელები” – თუმცა ამის უფლება არ მისცეს. ასევე, ჩაფხუტთ ასპარეზობის შეუზღუდეს უკრაინელ სკელეტონ მრბოლელს ვლადისლავ გერასკევიჩს, რომელსაც ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებით გაფორმებული ჩაფხუტი ჰქონდა.

იტვირთბა....