აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

“საუბარი მქონდა ემანუელ მაკრონთან, მაცნობა რუსეთში მისი მრჩევლის შეხვედრის შესახებ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროს განიხილა რუსეთში მისი მრჩევლის ვიზიტი.

„საუბარი მქონდა ემანუელ მაკრონთან, განვიხილეთ დეტალები ჩვენი შეხვედრების შესახებ, აბუ დაბიში რუსებთან, ასევე ამერიკულ მხარესთან. მაცნობა რუსეთში მისი მრჩევლის შეხვედრის შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმდნენ, რომ მიუხენში საკითხს დეტალურად განიხილავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გამოეხმაურა მაკრონის იდეას რუსეთთან დიალოგის განახლების შესახებ.

„მე ვთქვი, რომ, ჩემი აზრით, რუსებთან არა მხოლოდ დიალოგი, არამედ მათზე ზეწოლა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები მათზე ზეწოლისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპას უპატივცემულოდ მოეპყრობიან. მე ვფიქრობ, მათ ეს სიამოვნებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....