აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები შესაძლოა, ზაფხულისთვის დასრულდეს, თუ რუსეთს ამის სურვილი ექნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები შესაძლოა, ზაფხულისთვის დასრულდეს, თუ რუსეთს ამის სურვილი ექნება.

„რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ომის დასრულება: ეს მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული, ეს ამერიკაზეცაა დამოკიდებული, რომელმაც ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე. ვწუხვარ, რომ მიწევს „უნდას“ თქმა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. თუ სურვილი იქნება არა მხოლოდ უკრაინული მხრიდან, არამედ აგრესორის მხრიდანაც, მაშინ ზაფხულისთვის საომარი მოქმედებების დასრულებას შევძლებთ“,- აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ იარსებებს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც რუსეთის აგრესიას შეუძლებელს გახდის.

იტვირთბა....