აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მე ვიცნობ „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრ ლიდერს… გვითქვამს მეგობრობის, პარტნიორობის, საქართველოს ევროპული მომავლის სადღეგრძელოები, ყველაფერი მშვენივრად იყო და ახლა ბევრ მათგანს ჩემთან მეგობრობა აღარ სურს” – პეტერ ფიშერი

„დიდი ალბათობით, შეამჩნევდით, რომ აღარ არის რაიმე სახის მაღალი დონის შეხვედრები, უკანასკნელ პერიოდში, რადგან მაღალი დონის შეხვედრებს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი, როდესაც რაღაც პოზიტიურია გასაკეთებელი და ახლა ჩვენ არ გვაქვს პოზიტიური „აჯენდა“. რაც შეეხება პირადად ჩემს ურთიერთობას, მე ვიცნობ „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრ ლიდერს, ვიცნობ მათ ძალიან კარგად, ზოგიერთ მათგანს გერმანულად ვესაუბრები, ზოგიერთი საუბრობს სუფთად გერმანულად, ბევრი მათგანი გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ყოფილა, მქონდა ყველა სახის შეხვედრა მათთან, ჯგუფში, ისე კონფიდენციალური შეხვედრები, ფოტოები არსებობს, ყველას უნახავს ჩემი ფოტოები საქართველოს „ლიდერშიფთან“.

ჩვენ გვქონია „სუფრა“ ერთად, გვითქვამს მეგობრობის, პარტნიორობის, საქართველოს ევროპული მომავლის სადღეგრძელოები, ყველაფერი მშვენივრად იყო და ახლა ბევრ მათგანს ჩემთან მეგობრობა აღარ სურს, მაქვს განცდა, რომ ჩემთან ერთად გამოჩენა აღარ არის ხელსაყრელი, ხელსაყრელი აღარ არის ჩემთან დაკავშირება, შეტყობინებების გამოგზავნა, აღარ სურთ ჩემთან მეგობრობა ამ გიჟური ნარატივის გამო, რომ გერმანია და ევროკავშირი ცუდია, მაგრამ ჩვენ არ ვართ ცუდები.

ამას პერსონალურად არ ვიღებ, თავდასხმები მიმართულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩის წინააღმდეგ, ვინმე სხვა შეიძლება მჯდარიყო ჩემს ადგილას. მე ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და ეს მეგობრები გამოხატავენ მადლიერებას გერმანიის მიმართ, მადლობა ეუბნებიან ელჩს, მადლობას უხდიან პეტერს და ამბობენ, ჩვენ ქართველები ვართ ევროპელები, ჩვენ გვსურს ევროპული მომავალი, გთხოვთ, არ მიგვატოვოთ და ჩემი პასუხია, რომ ჩვენ არ მიგვიტოვებიხართ და არ მიგატოვებთ!“ – თქვა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში

იტვირთბა....