აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დიპლომატიური პასპორტით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას ვიზით ვისარგებლე, შეფერხება არ ჰქონია” – მარიამ ლაშხი

„ეს ინფორმაცია ამ თემის კიდევ ერთხელ გაღვივების მიზანს ემსახურება. ამ მიმართულებით გადაწყვეტილება ევროკავშირის უმეტეს წევრს ისედაც გამოტანილი ჰქონდა და მე პირადად, დიპლომატიური პასპორტით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას ვიზით ვისარგებლე, შეფერხება არ ჰქონია.

იმედი მაქვს, რომ ევრობიუროკრატების მიერ არასწორად მართული პროცესები დაუბრუნდება თავისივე სათავეს. ასევე, იმედია, ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩახედავენ მათივე ანგარიშებს, შეფასებებს, როდესაც საქართველო მოწინავეა და იმ ვალდებულებებს ასრულებს, რომელიც პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლის ძირითად პრინციპებს ეხება” [IPN] – თქვა “ქართული ოცნების” წევრმა ლაშხმა

დღეს ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას

იტვირთბა....