ტაილანდის სკოლაში მძევლად აყვანილი მოსწავლეები და მასწავლებლები გათავისუფლებული არიან. შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი 18 წლის მამაკაცი იყო.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი სკოლის ტერიტორიაზე შევიდა და ცეცხლი გახსნა, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელმა შემდეგ იქ მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია.

