“აშშ-ის ოფიციალური პირები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორიენტირებული სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ” – უპასუხეს რადიო თავისუფლებას ამერიკის საელჩოში მდინარაძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “მდინარაძე 7 და 10 თებერვალს თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. მანამდე, 4 თებერვალს “გახარია საქართველოსთვის” წევრი, გიორგი შარაშიძე, ამბობდა, რომ “ივანიშვილმა აშშ-ში შიკრიკად მდინარაძე გაგზავნა”, რაც მოგვიანებით სუს-მა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მდინარაძე თბილისში, სამსახურში იმყოფებოდა.

