ახალი ამბები მთავარი

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს ხვალ დატოვებს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ, 12 თებერვალს დატოვებს.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა.

იტვირთბა....