ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას – ინფორმაციას ამის შესახებ რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს
“შესრულებულია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა, მხარი დაუჭირეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. გადაწყვეტილება ძალაში მარტიდან შედის” – წერს “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე.

