აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფრანგი დიპლომატის, ფაბრის ეიდანის სახელის გამოჩენის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო უწყება გამოძიების დაწყებას ითხოვს

საფრანგეთი ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებული დიპლომატის როლს გამოიძიებს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გამოძიება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ფრანგი დიპლომატის სახელი ჯეფრი ეპშტეინისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილებში გამოჩნდა.

ეპშტეინის საქმეში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ფაბრის ეიდანს 2010 წლიდან 2017 წლამდე ამერიკელ ფინანსისტთან, ჰეფრი ეპშტეინთან რეგულარული მიმოწერა ჰქონდა. ამ პერიოდში ფრანგი დიპლომატი გაერო-ში მუშაობდა და ნორვეგიელი დიპლომატის, ტერე რედ-ლარსენის მრჩეველი იყო. ეპშტეინის მასალებში ჩანს, რომ ეიდანმა მილიარდერს გაერო-ს დოკუმენტები და ანგარიშები გაუგზავნა.

ჟან-ნოელ ბარომ ფაქტს შემაძრწუნებელი უწოდა.

ეიდანმა ამჟამად დიპლომატიური სამსახური დატოვა და კერძო სექტორში მუშაობს.

მანამდე, საფრანგეთში გამოძიება კულტურის ყოფილი მინისტრისა და მისი შვილის წინააღმდეგ დაიწყო. საქმე ეხება საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის, ჯეკ ლენგისა და მისი ქალიშვილის მჭიდრო კავშირებს ჯეფრი ეპშტეინთან. კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

იტვირთბა....