საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
“საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. მე შევხვდები თურქეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართავ მოლაპრაკებებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციტივა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანია. ევროკომისიამ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა”, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.