თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის ახალი მინისტრები დანიშნა.
თურქეთის იუსტიციის ახალი მინისტრი სტამბოლის მთავარი პროკურორი, აკინ გიურლეკი გახდა, რომელმაც ილმაზ ტუნჩი შეცვალა, ხოლო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად ერზრუმის გუბერნატორი მუსტაფა ჩიფტჩი დაინიშნა, ალი იერლიკაიას ნაცვლად. ამ საკითხთან დაკავშირებით დანიშვნის გადაწყვეტილებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.

