“ომი მიგრაციას ჰგავს, მასში ჩართვის შემდეგ უკან დახევა შეუძლებელია” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები დაუსრულებელი კონფლიქტის ხაფანგში აღმოჩნდნენ, მაშინ როდესაც ყოველ კვირას 9 000 ადამიანი იღუპება.
„მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს დახარჯვით ევროპა მხოლოდ 800 000 გარდაცვლილს ან სამუდამოდ ინვალიდად დარჩენილს აფინანსებს. ეს ახლავე უნდა დასრულდეს“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.

