ახალი ამბები

“2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა” – ვიქტორ ორბანი

“ბრიუსელის ელიტას სურს, უნგრეთის მთავრობა ნებისმიერი საშუალებით გადააყენოს” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ეს არის ბრიუსელის და კიევის ომის გეგმა.

„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემამ, „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ. ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებას წარმოადგენს. ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილი აქვთ, ნებისმიერი საშუალებით გადააყენონ უნგრეთის მთავრობა. მათ სურთ, რომ პარტია „ტიზა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან ამ შემთხვევაში აღარ იქნება ვეტო, აღარ იქნება წინააღმდეგობა და აღარ იქნება მათ კონფლიქტში ჩაურევლობა. ამ აპრილში საარჩევნო ყუთთან უნგრელებმა უნდა შეაჩერონ ისინი. „ფიდესი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

იტვირთბა....